კონკურსი გასულ კვირას
შანხაიში გაიმართა და
მასზე წარდგენილი იყო 200
ქართული ღვინო. ხუთდღიანი
კონკურსის ერთი
საკონკურსო დღე მხოლოდ
ქართულ ღვინოს დაეთმო.
გამარჯვებულმა ღვინოებმა
შემდეგ კატეგორიებში
მიიღეს ჯილდოები:10 –
„პლატინა;44 – „ოქრო“;35 –
„ვერცხლი“;2 – „საუკეთესო
ტროფი“;5 –
„პოპულარული“.დეტალების
ნახვა შესაძლებელია
შესაბამის
ბმულზე.კონკურსს Shanghai International
Wine Challenge (SIWC) ღვინის ეროვნული
სააგენტოს თავმჯდომარე
ლევან მეხუზლა
დაესწრო.რიგით მე-19
კონკურსი 2006 წლიდან
ყოველწლიურად ტარდება და
მისი მიზანია მსოფლიოს
მასშტაბით ღვინის
უმაღლესი ხარისხის
წარმოჩენა და
საერთაშორისო ვაჭრობისა
და კულტურული
ურთიერთობების გაღრმავება
ჩინეთის ბაზარზე.SIWC
წარმოადგენს
უმნიშვნელოვანეს
პლატფორმას ღვინის
მწარმოებლებისთვის, სადაც
მათ შეუძლიათ, თავიანთი
პროდუქცია გააცნონ ღვინის
პროფესიონალებს, მედიასა
და მომხმარებლებს.
გამარჯვებული ღვინოები
აქტიურად შუქდება პრესაში
და იღებს ფართო
აღიარებას.კონკურსის
ორგანიზატორია შანხაის
ვაიგაოციაოს თავისუფალი
სავაჭრო ზონა (Shanghai Waigaoqiao Free Trade
Zone), მსაჯთა გუნდი შედგება
ღვინის 80-მდე
პროფესიონალისგან, ღვინო
ფასდება ბრმა დეგუსტაციის
პრინციპით, რაც
უზრუნველყოფს პროცესის
მაქსიმალურ ობიექტურობასა
და გამჭვირვალობას.
გამარჯვებული ღვინო
ჯილდოვდება შემდეგ
კატეგორიებში: პლატინა,
ოქრო, ვერცხლი, ტროფი და
პოპულარული.ინფორმაციას
ღვინის ეროვნული სააგენტო
ავრცელებს.