სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მოაგო

Primetime.ge 12 საათი წინ 16
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მოაგო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - დავით თამაზაშვილმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა - იური ფირცხალაიშვილმა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს და შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.ღონისძიებას ქალაქ ფოთის მერი  და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.2008 წელს, რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად, ფოთის ბაზაზე, საზღვაო ძალების 5 მოსამსახურე - კაპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე, საზღვაო კაპრალები - ზვიად ბარბაქაძე, გიორგი ღვინჯილია, ზვიად დათუაშვილი და თემურ ფიჩხაია დაიღუპა.
სრულად წაიკითხეთ სტატია