მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო

Primetime.ge 2 კვირის წინ 11
მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო
საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო მსოფლიოს მასშტაბით, 50-ზე მეტ ქალაქში. დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ჟენევაში.მაყურებლის წინაშე წარსდგა ანსამბლი "რუსთავი" და სიმებიანი კვარტეტი. გამოფენა გაიხსნა ზაგრების უნივერსიტეტში, სადაც წარმოდგენილია ქართული კულტურის, ენის, ისტორიის და არქიტექტურის ამსახველი ფოტოები.საზეიმო ღონისძიებები გაიმართა სტოკჰოლმშიც. ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა რიო-დე-ჟანეიროში."ემოციური და საამაყოა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ჟენევაში, რომელიც არის მრავალმხრივი დიპლომატიის ცენტრი. ძალიან მიხარია, რომ საქართველო არის უაღრესად საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებისთვის,“ - აცხადებს ჟენევაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, რევაზ ლომინაძე.ღონისძიებას დაესწრო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე."ძალიან ამაღლებული და ემოციურად ძალიან დატვირთული საღამო გამოვიდა. უპირველესად, რა თქმა უნდა, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რაც ყოველთვის, რა თქმა უნდა, ყველა ქართველისთვის განსაკუთრებული დღეა და იმავდროულად, როდესაც გაქვს შესაძლებლობა შენი ქვეყნის კულტურა საუკეთესო მხრივ გააცნო ყველა შენს უცხოელ პარტნიორსა და მეგობარს,“ - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია