მსოფლიოს 30 ყველაზე კეთილსინდისიერი ქვეყნების რიგებში მყოფ საქართველოს, ამ კატეგორიის მიღმა მყოფი არაკეთილსინდისიერი ძალები არჩევნებს აპრიორი არაკეთილსინდისიერად აცხადებენ - დავით ქართველიშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 68
მსოფლიოს 30 ყველაზე კეთილსინდისიერი ქვეყნების რიგებში მყოფ საქართველოს, ამ კატეგორიის მიღმა მყოფი არაკეთილსინდისიერი ძალები არჩევნებს აპრიორი არაკეთილსინდისიერად აცხადებენ - დავით ქართველიშვილი
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსს ეხმიანება, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა მოამზადა და რომლის მიხედვით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის მოხვდა.როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, კეთილსინდისიერი ქვეყნების რიგებში მყოფ საქართველოს, ამ კატეგორიის მიღმა მყოფი არაკეთილსინდისიერი ძალები ჩვენს კეთილსინდისიერ სახელმწიფოში კეთილსინდისიერად ჩასატარებელ არჩევნებს აპრიორი არაკეთილსინდისიერად აცხადებენ.„მსოფლიოს 30 ყველაზე კეთილსინდისიერი ქვეყნების რიგებში მყოფ საქართველოს, ამ კატეგორიის მიღმა მყოფი არაკეთილსინდისიერი ძალები უპირებენ საკუთარ არასრულყოფილების გადაბრალებას და ჩვენს კეთილსინდისიერ სახელმწიფოში კეთილსინდისიერად ჩასატარებელ არჩევნებს აპრიორი არაკეთილსინდისიერად აცხადებენ. ამ პოლიტიკური "ტრანსგენდერიზმით", თავდაყირა "სიმართლით" ჭეშმარიტების აღრევა - შეუძლიათ ნებისმიერ სხვა ადგილას სცადონ, საქართველოს გარდა. გავიზარდეთ, ჩამოვყალიბდით და მყარი პოლიტიკური იმუნიტეტი შევიძინეთ. კეთილსინდისიერებით აღსავსე სხვათა შორის“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სრულად წაიკითხეთ სტატია