მსახიობი სოსო
გოგიჩაიშვილი
გარდაიცვალა.სამწუხარო
ინფორმაცია სოციალურ
ქსელში ნათია ბანძელაძე
ავრცელებს. ,,იცით როგორი
იყო ჩემი სოსიკო. მზეს რომ 9
სხივი აქვს იმაზე თბილი,
კაშკაშა, სიცოცხლით სავსე.
იცით როგორი იყო ჩემი
სოსიკო? ყველას რომ
ჰყოფნიდა მისი
სიყვარული.იცით როგორი
კაცი დაკარგა ამ ქალაქმა:
კეთილზე კეთილი, ტკბილზე
ტკბილი, ნიჭიერი, კაშკაშა
ვარსკვლავი რომელიც ისე
ბრჭყვიალებდა არავის
წვავდა. ჩემმა, ჩვენნმა
ყველაზე დიდმა გოგიჩამ
ასე გადაწყვიტა, წავიდა და
გოგიჩას ჩაეხუტა...
მიყვარხართ ბიჭებოოო,
როგორ არ დამინდეთ, თქვენ
ხომ ყველაზე კეთილი
ადამიანები იყავით ამ
სამყაროში...მიყვარხარ ცოტა
ეს სიტყვა, მტკივა, ძალიან
მტკივა ახლა უკვე ყველაზე
დიდი გოგიჩა“, - წერს ნათია
ბანძელაძე. სოსო
გოგიჩაიშვილმა დაამთავრა
შოთა რუსთაველის
სახელობის თეატრალური
ინსტიტუტის სამსახიობო
ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1961
წლებში მუშაობდა გორის
თეატრში, 1962-1963 წლებში —
სანკულტურის თეატრში, 1963-1967
წლებში — მარჯანიშვილის
სახელობის თეატრში, 1967-1976
წლებში — რუსთავის თეატრში,
ხოლო 1976 წლიდან
მარჯანიშვილის სახელობის
თეატრის მსახიობი იყო.
გადაღებულია ფილმებში:
"ერთი ცის ქვეშ" (1961), "მე ბებია,
ილიკო და ილარიონი"
(აგიტატორი, 1962), "შეხვედრა
წარსულთან" (აკია, 1966), "დათა
თუთაშხია" (ნიკიფორე
ბუბუტეიშვილი, 1978), "ხსოვნა"
(1989), "თეთრი ბაირაღები"
(ზედამხედველი, 1990), "ღმერთო,
რისი გულისთვის" (უმადური,
2003) და სხვ.