თბილისის მერიის
ინფრასტრუქტურის
განვითარების საქალაქო
სამსახური, უსაფრთხოების
მიზნით, სულხან ცინცაძის
ქუჩაზე, იპოდრომის ყოფილი
ტერიტორიის მოპირდაპირე
მხარეს, გივი კარტოზიას
ქუჩის კვეთამდე არსებულ
საგზაო მონაკვეთში
მდებარე ფერდზე,
ქვათაცვენის
საწინააღმდეგო ბადის
მოწყობას იწყებს, - ამის
შესახებ ინფორმაციას
თბილისის მერია
ავრცელებს.„ინფრასტრუქტურული
სამუშაოები მიმდინარე
წლის 3 აპრილიდან 20 მაისის
ჩათვლით, სამუშაოები ღამის
საათებში
განხორციელდება.პროექტის
სპეციფიკიდან
გამომდინარე, საჭიროების
შემთხვევაში, 00:00-დან 06:00
საათამდე, საავტომობილო
მოძრაობა გზის სავალი
ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში
შეიზღუდება. დღის საათებში,
ავტომობილები
გადაადგილებას
შეუფერხებლად
შეძლებენ.თბილისის მერია
ბოდიშს გიხდით
სამუშაოებით გამოწვეული
დისკომფორტის გამო!“, -
ნათქვამია ინფორმაციაში.