მოსახლეობა თვითონ გარბოდა და ცდილობდა თავის გადარჩენას. არავის მიერ მოსახლეობა გაფრთხილებული არ ყოფილა - 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილი ნონა ყაულაშვილი

Primetime.ge 1 დღე წინ 10
მოსახლეობა თვითონ გარბოდა და ცდილობდა თავის გადარჩენას. არავის მიერ მოსახლეობა გაფრთხილებული არ ყოფილა - 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილი ნონა ყაულაშვილი
საღამოს პერიოდი იყო პირველი ჭურვები რომ ჩამოცვივდა. თითქოს ითქვა თავიდან ასეთი რამე, რომ სამხედროები საითაც გადაადგილდებოდნენ ის გზები დაიბომბა, მაგრამ არა, იქ იყო სრულიად მშვიდობიანი მოსახლეობა, სადაც ჭურვები ჩამოცვივდა. ძალიან დასახლებული სოფელი იყო ერედვი და დაბომბვის შემდეგ ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე, თითქოს უცბად ჩამობნელდა და შეწყდა ყველანაირი სროლის ხმა და იმდენად უკუნითი სიჩუმე ჩამოვარდა, ვიფიქრე, რომ ამ ჭურვების მერე აღარავინ იყო ცოცხალი გადარჩენილი. ამ დროს იყო სოფელი ფაქტიურად დაცლილი, თვითდინებით, მინდვრების მხარეს, მოსახლეობა თვითონ გარბოდა და ცდილობდა თავის გადარჩენას. არავის მიერ მოსახლეობა გაფრთხილებული არ ყოფილა, - ამის შესახებ განაცხადა 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილმა, ნონა ყაულაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილება 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი განიხილება.როგორც ყაულაშვილი იხსენებს, პოლიციას ეკითხებოდნენ რამდენად სერიოზული იყო სიტუაცია, ისინი კი პასუხობდნენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა.„8 აგვისტოს დილით, უკვე რომ მასიურად დაიწყო ბრძოლები, იქვე შემოსულ პოლიციელებს ვეკითხებოდით, რომ რამდენად სერიოზული იყო სიტუაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მიჩვეულები ვიყავით თითქოს უკვე ასე, პერიოდულად სროლები იყო, მერე ისევ ჩაწყნარდებოდა, მერე ისევ განახლდებოდა, თითქოს ასე ცხოვრებას წლების მანძილზე მიჩვეულები ვიყავით. ვკითხულობდით რამდენად სერიოზული იყო სიტუაცია, იმიტომ, რომ ჩემი ბიძაშვილის შვილი, სამი თვის ბავშვი ისევ სოფელში გვყავდა და ბავშვი გაგვეყვანა თუ არა უკვე სოფლიდან. ბავშვის გაყვანა მოხდა დაბომბვამდე დაახლოებით ორი საათით ადრე. რაო რა ხდებაო, ისეთი არაფერი არ ხდებაო, ჩვეულებრივი როგორც ხდება ხოლმეო. ჩემთვის უცხო პიროვნებები იყვნენ, იმიტომ, რომ ბევრი უცხო ადამიანი იყო შემოსული. კიდევ იყო ის, რომ ჯარისკაცები, პირტიტველა ბიჭები იმ დღისით შემოიყვანეს ყვითელი ავტობუსებით, ჩამოსხეს და ავტობუსები გაბრუნდა უკან“, - განაცხადა ნონა ყაულაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია