მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელ ქართველ სამართალდამცველებს პოლონეთი სანქციებს უწესებს

Civil Georgia 2 დღის წინ 1
მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელ ქართველ სამართალდამცველებს პოლონეთი სანქციებს უწესებს

„საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ“, პოლონეთმა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების რვა წარმომადგენელს თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 აპრილს და დასძინა, რომ „პოლონეთი მხარს უჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს“.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები, რაც 2028 წლამდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას მოყვა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ადგილი ჰქონდა ოპოზიციის ოფისების დარბევას. ვრცელდებოდა ცნობები მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების, ასევე ჟურნალისტებსა და მედიის მუშაკებზე თავდასხმების შესახებ. საპროტესტო აქციები უკვე 140 დღეზე მეტია გრძელდება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, სანქციები ასევე აამოქმედეს ჩეხეთმა, ესტონეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია