ნიუ-იორკში, რამდენიმე
წუთში, სიტყვით
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გამოვა.
სამიტი გერმანიის
კანცლერის და ნამიბიის
პრეზიდენტის ორგანიზებით
იმართება.
პრემიერ-მინისტრი
შტატებში გაეროს
გენერალურ ასამბლეაში
მონაწილეობის მისაღებად
იმყოფება.მთავრობის
ადმინისტრაციის ცნობით,
ირაკლი კობახიძე
გენერალური ასამბლეის
სესიაზე სიტყვით გამოვა 25
სექტემბერს. დაგეგმილია
პრემიერ-მინისტრის
შეხვედრა გაეროს
გენერალურ მდივანთან
ანტონიო გუტიერეშთან.
პრემიერი ასევე დაესწრება
ოფიციალურ მიღებას,
რომელიც შტატების
პრეზიდენტის და პირველი
ლედის სახელით
გაიმართება.მომავლის
სამიტზე პრემიერის
გამოსვლა რამდენიმე წუთში
დაიწყება და მას "კურიერი"
დაწყებისთანავე პირდაპირ
ეთერში
შემოთავაზებთ"გაიმართება
გაეროს გენერალური
ასამბლეის გენდებატები,
სადაც საქართველოს
პრემიერ-მინისტრი
მიმართავს მსოფლიო
ლიდერებს და გააცნობს
საქართველოს მიერ მიღწეულ
პროგრესს რეგიონში
სტაბილურობისა და
მშვიდობის, ასევე
ეკონომიკური განვითარების
და სხვა მრავალი
მიმართულებით. ვიზიტი
დაიწყება დღეს მომავლის
სამიტის ფარგლებში
პრემიერ-მინისტრის
მიმართვით. ასევე, მაღალი
დონის კვირეულის
ფარგლებში შედგება
არაერთი
ღონისძიება.გაეროს
სპეციფიკიდან გამომდინარე
ერთ-ერთი უმთავრესი, რაშიც
საქართველომ ბოლო წლების
განმავლობაში აჩვენა
მნიშვნელოვანი პროგრესი,
ეს არის ქვეყნის
ეკონომიკური განვითარება,
მშვიდობა და უსაფრთხოება
რეგიონში, რომელშიც ძალიან
დიდ კონტრიბუციას სწორედ
საქართველო აკეთებს.
მთავარი საუბარი შეეხება
სწორედ რეგიონში
მიმდინარე მოვლენებს,
საქართველოს პროგრესს,
ასევე იმ რეფორმებს,
რომლებიც მნიშვნელოვანია
მსოფლიოს არაერთი
ქვეყნისთვის და
საქართველო სწორედ ამ
მიმართულებით საკუთარი
პროგრესის რეფორმების
ექსპორტს მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყანაში," -
აცხადებს საქართველოს
მუდმივი წარმომადგენელი
გაერთიანებული ერების
ორგანიზაციაში დავით
ბაქრაძე.