მოახლოვდა არჩევნების დღე
და ასეთი რეზოლუციები სხვა
არაფერია, თუ არა ჩვენს
შიდა პოლიტიკაში უხეში
ჩარევა, - განაცხადა „დღის
ქრონიკაში“ ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ არჩილ
გორდულაძემ
ევროპარლამენტის
დღევანდელ რეზოლუციაზე
საუბრისას.„ეს არის უხეში
დარღვევა ყველა იმ
პრინციპის, რომელზეც დგას
მთელი მსოფლიო. როდესაც
საუბრობენ, რომ რუსეთი
ერევა სხვა ქვეყნის შიდა
საქმეებში ( უკრაინის
წინააღმდეგ ომის დაწყება)
ამ დროს მავანი ზუსტად
რუსეთის მსგავსად ერევიან
ჩვენს საქმეებში და
ცდილობენ, რომ კოლექტიური
„ნაციონალური მოძრაობის“
პარტიები გადაარჩინონ
პოლიტიკურ სამარეში
ჩასვლას“, - აღნიშნა არჩილ
გორდულაძემ.მისი თქმით,
გადაწყვეტილებები
საქართველოსთან
მიმართებით მხოლოდ
საქართველოში
მიიღება.„ყველამ უნდა
იცოდეს, რომ ასეთი
უსაფუძვლო განცხადებები
და უსამართლობა ქართველი
ხალხის წინაშე არავის
გასვლია. ასეთი
განცხადებები უფრო
გვაერთიანებს, რომ
უსამართლობის წინააღმდეგ
გავერთიანდეთ“, - განაცხადა
არჩილ
გორდულაძემ.ევროპარლამენტმა
პლენარულ სხდომაზე
საქართველოს შესახებ
რეზოლუცია ხმათა
უმრავლესობით მიიღო.