„სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში
ვკითხულობთ, რომ იგეგმება 2-3
ადამიანის ლიკვიდაცია, რაც
გარკვეულწილად რიტუალური
სახის იქნება, რათა
აქციების გაგრძელებისთვის
აუცილებელი მუხტი მიიღონ.
ჩვენი ვალია დავიცვათ
საქართველოს სახელმწიფო
ინტერესები და უცხო
ძალების ხელში
სათამაშოებად არ
ვიქცეთ“-ამის შესახებ
ექსპერტი დავით ჩიხელიძე
სოციალურ ქსელში
წერს.ექსპერტი აქციის
მონაწილეებს მიმართავს,
რომ გონიერებას
მოუხმონ.„მნიშვნელოვანია
უახლოესი დღეების
განმავლობაში,
მაქსიმალური გონიერება და
სიფხიზლე გამოვიჩინოთ,
გარე ძალები აქტიურად
ერევიან საქართველოს შიდა
პოლიტიკაში, მათი
ადგილობრივი
თანამოაზრეები კი მზად
არიან სამშობლო გაყიდონ.
სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში
ვკითხულობთ, რომ იგეგმება 2-3
ადამიანის ლიკვიდაცია, რაც
გარკვეულწილად რიტუალური
სახის იქნება, რათა
აქციების გაგრძელებისთვის
აუცილებელი მუხტი მიიღონ.
გლობალური ძალების მიზანი,
კანონიერად არჩეული
ხელისუფლების ძალადობრივი
გზით დამხობა არის, რადგან
ქართული ოცნება,
საქართველოს აღგვას
პირისაგან მიწისგან, წინ
აღუდგა და გლობალური
ქაოსის მოსურნეთა ჯგუფს
შეეწინააღმდეგა, დღეს
ყოველი ქართველის პარტია,
საქართველო უნდა იყოს!
ჩვენი ვალია დავიცვათ
საქართველოს სახელმწიფო
ინტერესები და უცხო
ძალების ხელში
სათამაშოებად არ
ვიქცეთ.მივმართავ აქციაზე
მყოფ ადამიანებს მოუხმეთ
გონიერებას, რას
აპროტესტებთ? ვისთან ერთად
აპროტესტებთ? ჯერ
არჩევნების გაპროტესტება
დაიწყეთ, დღეს არჩევნები
არავის ახსოვს, რადგან
როგორც აღმოჩნდა
არჩევნებმა კანონის სრული
დაცვით, გამჭვირვალედ და
მაღალი ადმინისტრირების
ფონზე ჩაიარა, შემდეგ
ევროკავშირთან დაშორების
მოტივით დაიწყეთ
პროტესტის აგორება,
რომელიც ასევე მტკნარი
სიცრუე აღმოჩნდა. ევროპამ
ფაქტობრივად წიხლი გვკრა,
თქვენ კი ვითომ თავისუფალი
თაობა იხვეწებით, მერე რა
თუ ევროპა არ გვიღებს, ერთ
ფეხზე დავდგეთ იქნებ
მიგვიღონო. იქონიეთ მეტი
თავმოყვარეობა,
თავისუფლების სახელით
მონობის უღელს ნუ დაიდგამთ,
შეიცანით და გაიგეთ რომ
ილუზია ცხოვრობთ სადაც
,,ომი - მშვიდობაა,
თავისუფლება - მონობა,
უმეცრება - ძალა“-წერს
დავით ჩიხელიძე.