შსს-ს მომსახურების
სააგენტოს მიერ ცალკეული
სერვისების საფასურის
ოდენობა იზრდება. რიგ
მომსახურებაზე საფასურის
ახლებურად განსაზღვრას
„საჯარო სამართლის
იურიდიული პირის -
საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს
მიერ გაწეული
მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ კანონში
დაგეგმილი ცვლილებები
ითვალისწინებს, რომელსაც
პარლამენტი დაჩქარებული
წესით განიხილავს.კანონის
პროექტით, ექსპორტის
პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის
განკუთვნილი ერთი ერთეული
სატრანსპორტო საშუალების
ან ერთი ერთეული
სასოფლო-სამეურნეო
მანქანის დამხმარე
ტექნიკური საშუალების
საექსპერტო შემოწმების
საფასური განისაზღვრება 100
ლარით, ნაცვლად 30 ლარისა.
ასევე, სააგენტოს
სტრუქტურული ერთეულის
ტერიტორიის ფარგლების
გარეთ ექსპორტის
პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის
განკუთვნილი ერთი ერთეული
სატრანსპორტო საშუალების
ან ერთი ერთეული
სასოფლო-სამეურნეო
მანქანის დამხმარე
ტექნიკური საშუალების
საექსპერტო შემოწმების
საფასური შესაბამისი
აქტის შედგენით
განისაზღვრება 130 ლარით,
ნაცვლად 60 ლარისა.გარდა
ამისა, ექსპორტის
პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის
განკუთვნილ სატრანსპორტო
საშუალებაზე საბაჟო
დეკლარაციის შევსება ან
აღრიცხვის მოწმობის
გამოწერა ან/და სასაქონლო
ოპერაციის გამოყენებასთან
დაკავშირებული
ინფორმაციის შემოსავლების
სამსახურისთვის და
შინაგან საქმეთა
სამინისტროსთვის
მიწოდების ან/და შესაბამის
მონაცემთა ავტომატიზებულ
ბაზაში ასახვის საფასური
იქნება 130 ლარი, ნაცვლად 50
ლარისა.