საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით,
საერთაშორისო
მნიშვნელობის
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის
საავტომობილო გზის
მლეთა-გუდაურის
მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აღდგენილია.ამასთან,
გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით,
გუდაური(ფოსტა)–კობის
მონაკვეთზე
ზვავსაშიშროების საფრთხის
დონე მაღალია. რის გამოც,
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე
დროებით შეზღუდულია ყველა
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.გარემოს
ეროვნული სააგენტოს
ცნობით, მლეთა-გუდაურის და
სტეფანწმინდა-ლარსის
მონაკვეთებზე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
განხორციელდება
გაუჩერებლად გავლის
რეჟიმში.