მთავარი ამოცანა, რაც აქვს
ბატონ მიხეილ ყაველაშვილს
არის ის, რომ პრეზიდენტის
ინსტიტუტი დაბრუნდეს
კონსტიტუციურ ფარგლებში, -
განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, ვლადიმერ
ბოჟაძემ.„მთავარი ამოცანა,
რაც აქვს ბატონ მიხეილ
ყაველაშვილს არის ის, რომ
პრეზიდენტის ინსტიტუტი
დაბრუნდეს კონსტიტუციურ
ფარგლებში და აღდგეს ის
ნდობა პრეზიდენტის
ინსტიტუტის მიმართ,
რომელიც სრულიად დაუკარგა
სალომე ზურაბიშვილმა
უკანასკნელი წლების
განმავლობაში, როდესაც
არაერთხელ დაარღვია
საქართველოს კონსტიტუცია
და როგორც ჩანს გეგმავს
ახლა უკვე სისხლის
სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული
დანაშაულიც ჩაიდინოს სხვა
თავის თანამოაზრეებთან
ერთად. რაც შეეხება
პროცესებს, როგორ შეიძლება
განვითარდეს, ბუნებრივია,
ეს დამოკიდებული არის
მხოლოდ სალომე
ზურაბიშვილის
კეთილგონიერებაზე“, -
განაცხადა ბოჟაძემ.29
დეკემბერს საქართველოს
მეექვსე პრეზიდენტის -
მიხეილ ყაველაშვილის
ინაუგურაცია გაიმართება.