მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი კალათბურთელები არიან გმირები, მათ კიდევ ერთხელ დაანახეს მსოფლიოს, თუ რა ძალა აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას

Primetime.ge 5 საათი წინ 11
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი კალათბურთელები არიან გმირები, მათ კიდევ ერთხელ დაანახეს მსოფლიოს, თუ რა ძალა აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას
 საქართველოსა და ფინეთის კალათბურთელთა ნაკრებებს შორის მატჩს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან ერთად დაესწრო. მატჩის შემდეგ პრეზიდენტმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრებს მიმართა და ღირსეული თამაშისთვის მადლობა გადაუხადა.„ჩვენი კალათბურთელები არიან გმირები, მათ კიდევ ერთხელ დაანახეს მსოფლიოს, თუ რა ძალა აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას” - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ფინეთის კალათბურთელთა ნაკრებებს შორის მატჩი ანგარიშით 79:93 დასრულდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია