ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია სამხრეთ
კორეის რეიტინგული
შემეცნებითი სამაუწყებლო
არხის EBS Korea გადამღებ ჯგუფს
მასპინძლობს. მედიის
წარმომადგენლები
გადაცემისთვის World Theme Travel
საქართველოს შესახებ
კიდევ ერთ დოკუმენტ ფილმს
ამზადებენ.EBS Korea-ს
წარმომადგენლები თბილისის
ტურისტულ ადგილებს,
კახეთში რთველს,
სამცხე-ჯავახეთში
ფარავნის ტბას, იმერეთში
ოკაცეს კანიონსა და
პრომეთეს მღვიმეს,
სამეგრელოში მარტვილის
კანიონს, სვანეთში
მესტიას, უშგულს, ქორულდის
ტბას, ჭალაათის მყინვარს,
შდუგრას ჩანჩქერს, შხარას,
მცხეთა-მთიანეთში
სტეფანწმინდას, თრუსოს
ხეობასა და გერგეტის
სამებას გადაიღებენ. ტურის
მონაწილეები გაეცნობიან
ქართულ სამზარეულოს,
ღვინოსა და ტრადიციებს.EBS
Korea-ის დოკუმენტური
ფილმების რედაქციას Youtube-ზე 5
მილიონზე მეტი გამომწერი
ჰყავს.