მიხეილ სააკაშვილმა
სურვილი გამოთქვა, თემურ
ჯანაშიას დაკითხვას
სასამართლოს სხდომათა
დარბაზში დაესწროს. ამის
შესახებ პროცესზე მას
შემდეგ განაცხადა, რაც
გაირკვა, რომ სხდომაზე
დაცვის მხარის ერთ-ერთი
მოწმე ვერ გამოცხადდა და
ბრალდებული თემურ ჯანაშია
უნდა
დაეკითხათ.სააკაშვილმა
მოითხოვა, მისი
სასამართლოში დასწრება
უზრუნველყონ. მოსამართლემ
განხილვა განუსაზღვრელი
ვადით გადადო - მიზეზად
გადატვირთულობა
დაასახელა."მე მზად ვარ და
მინდა დავესწრო შემდეგი
მოწმეების დაკითხვას,
დააორგანიზეთ ჩემი მოსვლა
სასამართლოში და მე
შემეძლება, უშუალოდ
თვალებში ჩახედვით
დავკითხო ყველა მოწმე," -
აცხადებს მიხეილ
სააკაშვილი.შეგახსენებთ,
რომ მიხეილ სააკაშვილსა და
სახელმწიფო დაცვის ყოფილ
უფროსს თემურ ჯანაშიას 8 300 000
ლარის საბიუჯეტო თანხის
გაფლანგვას ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე
ყოფილმა პრეზიდენტმა
პოლიტიკური განცხადებებიც
გააკეთა.