მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს

News.ge 7 საათი წინ 3
მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი,  აცხადებს, რომ მისი „ფეისბუქ პოსტი“ შინაარსით – „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“, არასწორად გავრცელდა და შესაბამისად, “დამსახურებული რეაქცია გამოიწვია”.

სააკაშვილმა მოგვიანებით, აღნიშნული განცხადება დაარედაქტირა და დაწერა, რომ ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს.

„შეცდომაა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება.

პ.ს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად, ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია.

რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს.

ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის”, – წერს სააკაშვილი განახლებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მანამდე მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქზე” ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“.

სრულად წაიკითხეთ სტატია