
კინომცოდნე გოგი გვახარია:
ნაზი შამანაურს რომ გმირად აცხადებს, მის გამბედაობაზე გული უჩუყდება, ტირის, ლოცულობს და ნინოს დასცინის, სოროსისტიაო, ნაციაო, და რაც მთავაარია, გიჟიაო, სკოლაში ვინ შეუშვაო
აი ეს რა ფენომენია? თქვენ გგონიათ “ორმაგი სტანდარტია”? რაის სტანდარტი? სტანდარტი მოსთხოვეთ ახლა ამათ.
ესაა, უბრალოდ, მკვდრის სიყვარული, ნეკროფილია, იმის განცდა, რომ მკვდარი არ გიღალატებს, “ნაცებში არ გადაბარგდება”, ლეგენდად დარჩება. ყველაფერი, რაც მოძრავია, ცოცხალია, ცვალებადია – საშიშია
სიცოცხლის მიმართ უნდობლობა ამათთვის დამახასიათებელი იყო თავიდანვე. ხეების, ქვების მიმართ ტრფობა, ლეგენდები და ნიღბები (როცა იმას ჩამოაფარებ და იმად გაასაღებ რაც გაწყობს. “ვინ ვინ არის?”) ყველაფერთან ერთად ქმნიდნენ სტაბილურობის და კომფორტის განცდას (ამას “მშვიდობა” დაერქვა). ამიტომ დიდია შანსი ყველა, ვისაც მოძრაობა უყვარს, გიჟად გამოაცხადონ.
“მოძრაობა და მოძრაობაა ჩემო თერგო ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი”. ამ კაცსაც მალე დაგვავიწყებენ, როგორც ქართული ლიბერალიზმის დამფუძნებელს.