მიხეილ დონდუა: საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკურ ზრდას მაღალ შეფასებას აძლევენ და ქვეყანას ექნება ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2025 წელს

Primetime.ge 3 თვის წინ 46
მიხეილ დონდუა: საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკურ ზრდას მაღალ შეფასებას აძლევენ და ქვეყანას ექნება ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2025 წელს
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ორგანიზაციები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და საქართველოს ექნება ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2025 წელს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დონდუამ.„მნიშვნელოვანია, რომ გაეროს შეფასებით საქართველო ინარჩუნებს ინფლაციის დაბალ ტემპს. 2025 წელს იქნება 2,9%, შემდგომ უფრო დაბალი მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო უკეთესი და კეთილსაიმედოა მსოფლიო ბანკის პროგნოზი და წინასწარი შეფასება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკა 9%-ით, 2025 წელს - 6%-ით, 2026 წელს - 5%-ით იზრდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და საქართველოს ექნება ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2025 წელს“, - განაცხადა დონდუამ.ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით, საქართველო საერთაშორისო სივრცეში ლიდერ პოზიციებზეა. გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,6% უმჯობესდება. ამ ტემპით საქართველო მსოფლიოში მეორე, ევრაზიაში კი პირველ ადგილზეა. გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2025 წლის დოკუმენტი გამოაქვეყნა მსოფლიო ბანკმაც, რომლის თანახმად საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9%-ით, 2025 წელს 6%-ით, 2026 წელს კი 5%-ით იზრდება.
სრულად წაიკითხეთ სტატია