სამართლებრივი
თვალსაზრისით ეს არის
საარჩევნო პრინციპების
უხეში დარღვევა, ეს არის
ჩვენი კონსტიტუციური
პრინციპების
უპატივცემულობა, არ
შეიძლება, უცხოელი ასეთი
პირდაპირი და უხეში ფორმით
ერეოდეს საარჩევნო
პროცესებში, – ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ მიხაელ როთის
განცხადების
კომენტირებისას
აღნიშნა.მისი თქმით, რაც
მეტს ისაუბრებს მიხაელ
როთი, მით უკეთესი იქნება
ეს „ქართული
ოცნებისთვის“.„პრაქტიკული
თვალსაზრისით ამას ვერ
ექნება ვერავითარი ეფექტი,
პირიქით, მიხაელ როთი არის
ძალიან დიდი საჩუქარი
მმართველი გუნდისთვის
მისი რეპუტაციიდან
გამომდინარე, რაც მეტად
იაქტიურებს მიხაელ როთი
ოპოზიციის სასარგებლოდ,
მით უფრო დაბალ შედეგს
მიიღებს რადიკალური
ოპოზიცია“, – განაცხადა
კობახიძემ.გერმანიის
ბუნდესტაგის წევრი,
საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხაელ როთი აქვეყნებს
ვიდეომიმართვას, თუ როგორ
შეუძლიათ საზღვარგარეთ
მცხოვრებ საქართველოს
მოქალაქეებს არჩევნებზე
ხმის მისაცემად
რეგისტრაციას.