“მიუღებელია ძალადობის ის ფაქტები, რომელიც ვიხილეთ ე.წ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მხრიდან“ - ვლადიმერ ბოჟაძე

Primetime.ge 3 კვირის წინ 16
“მიუღებელია ძალადობის ის ფაქტები, რომელიც ვიხილეთ ე.წ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მხრიდან“ - ვლადიმერ ბოჟაძე
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მმართველი გუნდის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა. მან ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია ძალადობის ის ფაქტები, რომელიც დემონსტრანტების მხრიდან ვხედავთ, თუმცა აღნიშნა, რომ სამართალდამცველების მხრიდან გარკვეულ გადაცდომებზეც შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.“ძალადობის ფაქტები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, რა თქმა უნდა, მიუღებელია საზოგადოებისთვის, მიუღებელია განსაკუთრებით სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან, ე.წ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მხრიდან, როდესაც ცოცხლად დაწვას უპირებდნენ ჩვენს პოლიციელებს, ესროდნენ სხვადასხვა აკრძალულ ნივთებს, ქვებს... იყო გარკვეული გადაცდომები, რომელიც ასევე მიუღებელია - ამაზე, იცით, რომ დაწყებულია შესაბამისი გამოძიება და მიღებული იქნება შესაბამისი ზომები. არანაირი რესურსი მათ რევოლუციის თუ “მაიდანის“ მოწყობის არც არასდროს ჰქონდათ და არც მომავალში ექნებათ,“ - აცხადებს ბოჟაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია