სრულიად მიუღებელია
ძალადობა მშვიდობიანი
დემონსტრანტების
წინააღმდეგ, რომლებიც
მტკიცედ დგანან
საქართველოში ევროპული და
დემოკრატიული
მომავლისთვის, – ამის
შესახებ დანიის საგარეო
საქმეთა მინისტრი ლარს
ლეკე რასმუსენი სოციალურ
ქსელში წერს.„საქართველოს
მთავრობის ქმედებებს
ექნება პირდაპირი
შედეგები ევროკავშირსა და
საქართველოს შორის
ურთიერთობებისთვის“, –
წერს დანიის საგარეო
საქმეთა მინისტრი
X-ში.დანიის საგარეო
საქმეთა მინისტრი
განცხადებას თან ურთავს
ევროკავშირის უმაღლესი
წარმომადგენლის, კაია
კალასის და გაფართოების
ევროკომისრის, მარტა კოსის
განცხადებას.