დედაქალაქის მერის, კახა
კალაძის განცხადებით, 2024
წელს თბილისის
მუნიციპალიტეტის მიერ
საგზაო ინფრასტრუქტურის
მიმართულებით ჩატარებული
სამუშაოების
განსახორციელებლად
ბიუჯეტიდან 95.4 მილიონი ლარი
დაიხარჯა. ამის შესახებ მან
დედაქალაქის საკრებულოში
განაცხადა, სადაც
მუნიციპალიტეტის მერიის 2024
წლის საქმიანობის
ანგარიშს
წარადგენს.მისივე თქმით,
მიმდინარე წელს
დედაქალაქში
მოწესრიგებული გზების
ფართობი 1 253 046 კვ.მ-ს
შეადგენს.„2024 წელს
დედაქალაქში
მოწესრიგებული გზების
ფართობი 1 253 046 კვ.მ შეადგენს.
ამავე წელს თბილისის
მუნიციპალიტეტში
რეაბილიტირდა 972 ქუჩა,
გამზირი, აღმართი და ხიდი.
კაპიტალური
სარეაბილიტაციო
სამუშაოები ჩატარდა 57
ქუჩაზე, ორმოული შეკეთების
სამუშაოები კი 926 ობიექტზე.
აღნიშნული სამუშაოების
განსახორციელებლად
თბილისის ბიუჯეტიდან
გაწეული ფინანსური ხარჯი
შეადგენს - 95.4 მილიონ ლარს.
მათ შორის, მსხვილ
ინფრასტრუქტურულ
პროექტებს წარმოადგენს:
დიდუბის რაიონში, აკაკი
წერეთლის გამზირის
სარეაბილიტაციო
სამუშაოები;
უნივერსიტეტის ქუჩის
სარეაბილიტაციო
სამუშაოები; ვაკის რაიონში,
თამარაშვილის გამზირისა
და ჭაბუა ამირეჯიბის
გზატკეცილის კვეთაზე
სატრანსპორტო კვანძის
მოწყობის სამუშაოები;
ვაკის რაიონში, ბაგების
დასახლებაში, წყნეთის
გზატკეცილის
სარეაბილიტაციო
სამუშაოები;
უნივერსიტეტის ქუჩისა და
ბაგების დამაკავშირებელი
ხიდური გადასასვლელის
მოწყობა; სამგორის რაიონში,
გახოკიძის ქუჩის
სარეაბილიტაციო
სამუშაოები; სამგორის
რაიონში, ბურჯანაძის ქუჩის
სარეაბილიტაციო
სამუშაოები;
უნივერსიტეტისა და
ქავთარაძის ქუჩების
დამაკავშირებელი ახალი
საავტომობილო გზის
მოწყობის სამუშაოები“, -
განაცხადა დედაქალაქის
მერმა.მისივე ინფორმაციით,
7.4 მილიონი ლარი იქნა
მიმართული ავარიული
შენობა-ნაგებობების
გასამაგრებლად, საინჟინრო
ნაგებობებისა და
ინფრასტრუქტურის
ობიექტების
მშენებლობა-რეკონსტრუქციის
სამუშაოებისთვის კი
მიმდინარე წელს დაიხარჯა 42.4
მილიონი ლარი.ამასთან,
კახა კალაძის თქმით,
მიმდინარე წელს თბილისის
მერიამ 45 ჰა ფართობზე
განახორციელა გამწვანების
სამუშაოები.„ჩვენთვის
მნიშვნელოვანია
გამწვანების მიმართულება.
ჩვენს ქალაქს ძალიან
სჭირდება რეკრეაციული
სივრცეები. არაფერი არ
უხდება თბილისს ისე, როგორც
გამწვანება და
რეკრეაციული სივრცეების
არსებობა. სხვადასხვა
გამზირის რეაბილიტაციის
ფარგლებში, გამწვანდა გზის
მიმდებარედ არსებული
თარგები და მოეწყო
გამწვანებული კუნძულები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 581
პარკს, სკვერს და სპორტულ
მოედანს. ზღვის უბანში 25
ჰექტარზე დავასრულეთ
ახალი საქალაქო
მნიშვნელობის პარკის
მოწყობის სამუშაოები.
დედაქალაქის მასშტაბით,
პარკებში, სკვერებში,
ურბანულ სივრცესა და
თბილისის გარშემო არსებულ
ტყის ფართობებზე ჯამში 74 393
ძირი სხვადასხვა სახეობის
მწვანე ნარგავი დაირგო.
ამავე ტერიტორიებზე, 227 313
კვ.მ ფართობზე დაიგო და
დაითესა ბალახი.ამასთან,
დაირგო 448 860 ძირი სხვადასხვა
ჯიშის სეზონური ყვავილი.
სანიტარიული ჭრის
ფარგლებში მოიჭრა 27 707 ძირი
დაავადებული, ხმელი და
ზეხმელი ხე. მოიჭრა და
ტერიტორიიდან გავიდა 8 791
კუბური მეტრი
სტრუქტურადარღვეული
ნიადაგი, ასფალტის საფარი,
ინერტული მასა. თარგებში
შეტანილი იქნა 30 578 კუბური
მეტრი ნოყიერი მიწის
ნაზავი, ასევე, 15 733 კუბური
მეტრი მულჩი დაიყარა
გამწვანებულ
ტერიტორიაზე“, - აღნიშნა
თბილისის მერმა.