აშშ-ის იუსტიციის
დეპარტამენტში „ფარას" (Foreign
Agents Registration Act) ფარგლებში
რეგისტრირებული
დოკუმენტის მიხედვით,
„ერთიანმა ნაციონალურმა
მოძრაობამ" ლობისტურ
კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough LLP-ს
360 000 დოლარი
გადაუხადა.შეთანხმება 2025
წლის 7 ივლისს გაფორმდა და
კომპანიის მოვალეობად
განისაზღვრა:პარტიის
დიპლომატიური საქმიანობის
მხარდაჭერა აშშ-ში,
ურთიერთობების გაღრმავება
ამერიკულ მხარესთან და
დახმარება საქართველოში
თავისუფალი და
სამართლიანი არჩევნების
უზრუნველსაყოფად.დოკუმენტში
აღნიშნულია, რომ წინა
არჩევნები დარღვევებით და
გაუმჭვირვალობით
გამოირჩეოდა, რის გამოც
ფირმამ ვალდებულება აიღო,
განახორციელოს სტრატეგია
დემოკრატიისა და
გამჭვირვალობის
ხელშეწყობის
მიზნით.„მოგაწვდით
კონსულტაციასა და
დახმარებას „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“
დიპლომატიური საქმიანობის
მხარდასაჭერად ამერიკის
შეერთებულ შტატებში, მათ
შორის, პარტიასა და
შეერთებულ შტატებს შორის
ურთიერთობის
განვითარებას.დამატებით,
ჩვენ დავუჭერთ მხარს
თქვენს ძალისხმევას
საქართველოს რესპუბლიკაში
თავისუფალი და
სამართლიანი არჩევნების
უზრუნველსაყოფად.ქვემოთ
მოცემულია შესაბამისი
დეტალები მიღებული
თანხისა ან ღირებულების
შესახებ:მიღების თარიღი:
07.03.2025ვისგან: „ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობა"დანიშნულება:
ავანსი
(Retainer)თანხა/ღირებულება: 360,000
აშშ დოლარი", - წერია
დოკუმენტში