„ხალხის ძალის“ წევრი
დავით ქართველიშვილი
მედიაში გავრცელებულ
ინფორმაციას ეხმიანება,
რომ FARA-მ „ნაციონალური
მოძრაობის“ და ამერიკული
იურიდიული კომპანიის
კონტრაქტი
გაასაჯაროვა.როგორც
ქართველიშვილი წერს, ფირმა
Nelson Mullins წარსულშიც აკეთებდა
ლობისტურ შემოწირულობებს
ამერიკელ პოლიტიკოსებზე.
მათ შორის მოიხსენიება
კონგრესმენი ჯო უილსონი (Joe
Wilson) სამხრეთ კაროლინიდან,
რომელსაც ფირმამ
გარკვეული თანხა ამ
რამდენიმე ხნის წინათაც
„შესწირა“.„როგორც აშშ-დან
ხდება ცნობილი, „ერთიანმა
ნაციონალურმა მოძრაობამ“
(UNM) 2025 წლის 11 ივლისს
ხელშეკრულება გააფორმა
ამერიკულ ფირმასთან Nelson Mullins
Riley & Scarborough, LLP - კონტრაქტის
თანხა შეადგენს 360 000 აშშ
დოლარს, ხოლო მოქმედების
ვადა ექვსი თვე.
ხელშეკრულებას UNM-ის
სახელით მოაწერა ხელი
პეტრე ცისკარიშვილმა (Petre
Tsiskarishvili).კონტრაქტი მოიცავს
ლობისტურ მომსახურებას
აშშ-ს ხელისუფლებასთან:
კონსულტაციების გაწევას
და დახმარებას პარტიის
დიპლომატიურ აქტივობებში
ამერიკაში. UNM-ს ამ
ძალისხმევაში დახმარება
უზრუნველყო „თავისუფალი
და სამართლიანი
არჩევნებმა“
საქართველოში. ფირმა Nelson Mullins
წარსულშიც აკეთებდა
ლობისტურ შემოწირულობებს
ამერიკელ პოლიტიკოსებზე.
მათ შორის მოიხსენიება
კონგრესმენი ჯო უილსონი (Joe
Wilson) სამხრეთ კაროლინიდან,
რომელსაც ფირმამ
გარკვეული თანხა ამ
რამდენიმე ხნის წინათაც
„შესწირა“.რა თქმა უნდა, ამ
კონკრეტულ შემთხვევაში,
ვიყოთ კორექტულები და
ობიექტურები: ჯერჯერობით,
არ არსებობს პირდაპირი
მტკიცებულება, რომ UNM-ის
მიერ გადახდილი თანხები
პირდაპირ მოხვდა
კონგრესმენ ჯო უილსონის
კამპანიაში, ან რომ
არსებობდა „quid pro quo“-ს
(პირდაპირი მომსახურება
მხარდაჭერის სანაცვლოდ)
ტიპის გარიგება. მართალია,
ფირმამ და მისმა
წარმომადგენლებმა
წარსულში უილსონს
გარკვეული თანხები
შესწირეს, მაგრამ ეს მოხდა
ამ კონკრეტული კონტრაქტის
ხელმოწერამდე და არ
უკავშირდება უშუალოდ UNM-ის
ამ კონკრეტულ თანხებს“, -
წერს ქართველიშვილი.