„მილანში ძალიან ბევრი ქვეყნის გენერალური საკონსულოა განლაგებული, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს წარმოდგენილი, რაც შეუწყობს ხელს, პირველ რიგში, იტალიასთან ურთიერთობების გაძლიერებას“ - მაკა ბოჭორიშვილი

Primetime.ge 1 თვე წინ 23
„მილანში ძალიან ბევრი ქვეყნის გენერალური საკონსულოა განლაგებული, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს წარმოდგენილი, რაც შეუწყობს ხელს, პირველ რიგში, იტალიასთან ურთიერთობების გაძლიერებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, იტალიაშია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მილანში, საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინაუგურაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მილანში გენერალური საკონსულო, ჩრდილოეთ იტალიის რვა რეგიონს ფარავს.მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება ის სერვისები, რასაც საკონსულო აკეთებს."უკვე რამდენიმე ხანია, მუშაობს მილანში გენერალური საკონსულო, რომელიც ფარავს ჩრდილოეთ იტალიის რვა რეგიონს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში, ჩვენი თანამემამულეებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ის სერვისები, რასაც საკონსულო აკეთებს. გარდა ამისა, ჩრდილოეთ იტალია მნიშვნელოვანი რეგიონია ეკონომიკურად, კულტურულად, ეს არის ერთგვარი დიპლომატიური ცენტრიც, მილანში ძალიან ბევრი ქვეყნის გენერალური საკონსულოა განლაგებული, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს წარმოდგენილი, რაც შეუწყობს ხელს, პირველ რიგში, იტალიასთან ურთიერთობების გაძლიერებას, გაღრმავებას, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული და პოლიტიკური კუთხით." - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია