მთლიანად მოწადინებული არიან 26 ოქტომბრის საღამოდან სიტუაციის დაძაბვაზე, ესკალაციაზე, საპროტესტო მუხტის გაღვივებაზე - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე

Primetime.ge 2 თვის წინ 74
მთლიანად მოწადინებული არიან 26 ოქტომბრის საღამოდან სიტუაციის დაძაბვაზე, ესკალაციაზე, საპროტესტო მუხტის გაღვივებაზე - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი შესაძლო არეულობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება. მაჭავარიანი ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მთლიანად მოწადინებული არიან 26 ოქტომბრის საღამოდან სიტუაციის დაძაბვაზე, ესკალაციაზე, საპროტესტო მუხტის გაღვივებაზე და მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნა იყო ამის შესანიშნავი ლუსტრირება.როგორც მაჭავარიანი ამბობს, სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან და შესაძლო არეულობის პრევენციას უმაღლეს დონეზე შეძლებენ."ჩვენი სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან. გადავხედოთ ბოლო 12 წელიწადს და მით უმეტეს, ბოლო ორ წელიწადნახევარს, რამდენჯერ სცადეს ქვეყნის არევა, თუმცა არაფერი არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ პრევენციას ჩვენი სამართალდამცავები ას პროცენტზე ახდენენ. მთლიანად მოწადინებული არიან 26 ოქტომბრის საღამოდან სიტუაციის დაძაბვაზე, ესკალაციაზე, საპროტესტო მუხტის გაღვივებაზე. მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნა იყო ამის შესანიშნავი ლუსტრირება, როდესაც იმ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ "ქართულმა ოცნებამ" რომ გაიმარჯვოს დიდი ანგარიშით და რომ აღიაროს ყველამ ეს გამარჯვებაო, მაინც მიაწოდეს გაიდლაინი რადიკალურ ოპოზიციას, თუ როგორ უნდა გადაიყვანონ ეს საპროტესტო მუხტი სამოქალაქო დაპირისპირებაში. შესაბამისად, მთლიანად მათი დღის წესრიგი ამაზეა აგებული. თვითონ ყველაზე კარგად მოეხსენებათ, რა რეიტინგი აქვთ და რა რეიტინგი აქვს ქართულ ოცნებას. იციან, რომ მათი გამარჯვების ნულოვანი შანსია და მოწადინებულები არიან, რომ ეს ბოლო შანსი ხელიდან არ გაუშვან. ჩვენ როდესაც ავიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, იციან, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს არაკონსტიტუციურად გამოვაცხადებთ და მათ მოუწევთ პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინაშე და ომთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი.ისინი აბსოლუტურად მთელ თავის ენერგიას ჩადებენ იმაში, რომ ქვეყანა მიიყვანონ რევოლუციამდე. თუმცა, ეს კოვზი მათ ნაცარში ჩაუვარდებათ, როგორც ეს წინა მცდელობების დროს იყო", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
სრულად წაიკითხეთ სტატია