ხდება ქვეყანაში ზიზღის
ენის დაკანონება,
საზოგადოების დაყოფა,
პოლარიზება, რაც
მიუღებელია თითოეული
ჩვენგანისთვის, - განაცხადა
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილემ რიმა ბერაძემ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი
გარედან არის
დაფინანსებული.„კანონის
მიხედვით დაისჯებიან ეს
ადამიანები, რასაც
ითვალისწინებს
ადმინისტრაციულად კანონის
თითოეული მუხლი“, - აღნიშნა
ბერაძემ.ფრაქცია „ქართული
ოცნება“ რადიკალური
ჯგუფების ზიზღისა და
სიძულვილის კამპანიაზე
სამართლებრივ დავას
იწყებს. საჩივრით
მიმართავს შინაგან
საქმეთა სამინისტროს იმ
პირთა წინააღმდეგ,
რომლებიც სოციალურ
ქსელებში სიძულვილის
ენისა და ტერორის
პროპაგანდით სახელმწიფო
ინსტიტუტების
დისკრედიტაციას ცდილობენ.