საქართველოს მთავრობის
განკარგულებით, ოზურგეთის
მუნიციპალიტეტში 2025 წლის 24
თებერვალს დიდთოვლობით
გამოწვეული ნგრევის
შედეგად გარდაცვლილი
პირის ოჯახს ერთჯერადი
ფულადი დახმარება
გადაეცემა.სტიქიური
მოვლენის შედეგად
გარდაცვლილი პირის ოჯახს,
სოციალური მხარდაჭერის
მიზნით, საქართველოს
მთავრობა 20 000 ლარის
ოდენობის ფინანსური
დახმარებით
უზრუნველყოფს.ფულადი
დახმარების მისაღებად,
გარდაცვლილის ოჯახის
წევრმა – შვილმა ან მეუღლემ
განცხადება და საჭირო
დოკუმენტები უნდა
წარადგინოს სოციალური
მომსახურების სააგენტოს
სერვისცენტრში.განკარგულებას
ხელს აწერს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე.ინფორმაციას
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
პრესსამსახური ავრცელებს.