ძლიერმა ქარმა იმერეთის
რეგიონში
მრავალსართულიანი და
კერძო სახლების
სახურავები დააზიანა.
საქართველოს მთავრობის
განკარგულებით, სტიქიის
სალიკვიდაციოდ ბიუჯეტიდან
2 მილიონ ლარზე მეტი
გამოიყო. თანხა სამტრედიის,
საჩხერის, წყალტუბოს,
ტყიბულის, ხონის, თერჯოლის,
ბაღდათისა და ვანის
მუნიციპალიტეტებში
დაზიანებული
ინფრასტრუქტურის აღდგენას
მოხმარდება.აღდგენით
სამუშაოებთან
დაკავშირებით,
მოსახლეობას ადგილობრივი
მთავრობის
წარმომადგენლები
შეხვდნენ.