თიბისი კაპიტალმა ახალი
კვლევის პრეზენტაცია
გამართა, რომელშიც მზის
ენერგიის უახლესი
გლობალური ტენდენციები და
საქართველოში მზის
ენერგიის პოტენციალი
მიმოიხილა. კვლევის
მთავარი მიგნებები თიბისი
კაპიტალის გუნდმა
სასტუმრო „ტელეგრაფში“
წარადგინა, რომელიც
თიბისის ფინანსური
მხარდაჭერით გაიხსნა. ამ
ფორმატის ღონისძიება
ახლად გახსნილ ლოკაციაზე
პირველად სწორედ
თიბისისთან ერთად
ჩატარდა.კონფერენციაზე
სპეციალურ სტუმრად
მოწვეული იყო სპიკერი
სომხეთიდან - ჰაკობ
ხოცანიანი, რომელიც
კომპანია Shtigen Ventures-ს
წარმოადგენს და მზის
ენერგიის მიმართულებით
მნიშვნელოვანი
გამოცდილება
გააჩნია.თიბისი კაპიტალის
კვლევის მიხედვით,
მსოფლიოში ბოლო ათი წლის
განმავლობაში მზის
ენერგიის დადგმული
სიმძლავრეები
მნიშვნელოვნად გაიზარდა
და გლობალურად მზის
ენერგიის წილმა
განახლებადი ენერგიის
წყაროებში 42% შეადგინა.
სიმძლავრეების
მნიშვნელოვანი ზრდა
ტექნოლოგიებზე ფასის
შემცირებამ გამოიწვია - 2010
წელთან შედარებით მზის
პანელების საშუალო ფასი
გლობალურად 89%-ით არის
შემცირებული.მზის
სადგურებზე მოთხოვნა
იზრდება საქართველოშიც,
რაც სიმძლავრის
აუქციონებსა და პირდაპირ
მოლაპარაკებებში კერძო
სექტორის აქტიურობით
დასტურდება. კვლევა
საქართველოში მზის
ენერგიის პოტენციალსაც
მიმოიხილავს და მიუთითებს,
რომ მზის სადგურებისთვის
ოპტიმალური ლოკაცია
სამცხე-ჯავახეთი, ქვემო
ქართლი და შიდა
ქართლია.თიბისი კაპიტალის
გუნდის წევრებმა
კონფერენციაზე ის
ფაქტორებიც განიხილეს,
რომელთა გათვალისწინება
მზის ენერგიაში
ინვესტირებამდეა
აუცილებელი.ღონისძიების
ფარგლებში გაიმართა
პანელური დისკუსიაც,
რომელშიც მონაწილეობდნენ
თიბისის, სახელმწიფო და
კერძო სექტორის
წარმომადგენლები.მზის
ენერგიის შესახებ
კონფერენციას კერძო და
საჯარო სექტორის
წარმომადგენლები, ასევე,
დაინტერესებული
ინვესტორები ესწრებოდნენ.