სალომე კაპანაძე ჟურნალ
„თბილისელებს“ უყვება,
როგორ გამოიარა მძიმე
პერიოდი, როცა ექიმმა
შფოთვითი აშლილობის
დიაგნოზი
დაუსვა.„სპეციალისტის
დახმარებით დავადგინე, რომ
შფოთვითი აშლილობა მქონდა.
შემდეგ დამეწყო სოციალურ
შფოთვითი აშლილობა, რაც
ჩემი ტიპაჟის
ადამიანისთვის
წარმოუდგენელია. ძალიან
დიდი ხანია, კამერების წინ
ვდგავარ, ყურადღების
ცენტრში ვარ, სოციალურ
ქსელში – აქტიური და ასეთი
რამ დამემართა. სახლიდან
ვერ გავდიოდი, ხალხთან
ურთიერთობის შიში
დამეწყო.გარეთ გასვლისას
წინასწარ ვიწყებდი
ნერვიულობას, არარსებული
და არარეალური შიშები
მქონდა. თავიდან ძალიან
დავიბენი, შემეშინდა,
რადგან არანაირი
ინფორმაცია არ მქონდა ამ
მდგომარეობაზე. მეგონა,
ბოლო წერტილი იყო,
გაგიჟდებოდი. მერე
დიაგნოზი კი გავიგე, მაგრამ
ჩვენს ექიმებში აქაც
ძალიან დიდ იმედგაცრუებას
წავაწყდი, უარესი
დამმართეს.ბობღვით
მივდიოდი გაკითხვით
შერჩეულ ტოპექიმებთან.
თვალებიდან ძლივს
ვიყურებოდი, როცა
დახმარებასვთხოვდი,
მაგრამ მათგან ისეთი
დახმარება მივიღე, რომელიც
ჯობდა, საერთოდ არ მიმეღო.
მკურნალობამაც უფრო ცუდად
გამხადა და მათი
მიდგომებიც ძალიან ცუდი
იყო. თან, ერთ ექიმთან არ
ვყოფილვარ, რამდენიმესთან
მივედი და საბოლოოდ,
ექიმებმა კი არა, ისევ
საკუთარმა თავმა მიშველა.
საკუთარ თავს
დავაძალე,მეკეთებინა ის,
რისი გაკეთებაც არ
მინდოდა.გამოსავალს ამაში
ვხედავდი. ძალით დავიწყე
მეგობრებთან შეხვედრეები
და ამ თემაზე ლაპარაკი.
ყველაფერზემეტირებოდა. არ
მინდოდა, ვინმეს გიჟი
ვგონებოდი, არ მინდოდა,
ვინმეს ჩემი ცუდად ყოფნა
შეეტყო, ამაზე ფიქრი ძალიან
მძაბავდა. ვფიქრობდი, რომ
გამოვჯანმრთელდებოდი და
ისევ დავუბრუნდებოდი ჩემი
ცხოვრების რიტმს, მაგრამ ეს
პროცესი ძალიან გაიწელა და
ამ მდგომარეობიდან
გამოსვლა ისევ ჩემით
მოვახერხე და არა ჩვენი
ექიმების დახმარებით.
ძალიან ბევრი წავიკითხე,
უამრავ ვიდეოს ვუყურე,
ბევრი ადამიანის
გამოცდილება მოვისმინე და
ვეცადე, სწორი გზა მეპოვა
ამ მდგომარეობიდან
გამოსასვლელად.ბუნებასთან
სიახლოვე, ფეხით სიარული და
არაერთი მსგავსი გზა
დამეხმარა და ისევ ჩემი
დამსახურებაა, რომფეხზე
ვდგავარ. ჩემი ხასიათი
ძალიან მეხმარება. ხელის
ჩაქნევა არ მჩვევია.
პირიქით, ქვესკნელშიც რომ
ვიყო, იქიდანაც შევეცდები
ამოსვლას.