„ვივამედის“ კლინიკური
დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის
განცხადებით,
„ნეტგაზეთისა“ და
„ბათუმელების“
დამფუძნებელს, მზია
ამაღლობელს გაიდლაინის
შესაბამისად უტარდებოდა
კვების აღდგენითი კურსი და
მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა ამ ეტაპზე
დამაკმაყოფილებელია.მისივე
თქმით, მზია ამაღლობელი
სტაციონარიდან გაწერას
ითხოვს.როგორც ზურაბ
ჩხაიძემ აღნიშნა,
შესაბამის რეკომენდაციებს
გასცემენ, რაც გაგრძელდება
პენიტენციური
დაწესებულების
ბაზაზე.„პაციენტს
უტარდებოდა კვების
აღდგენითი კურსი არსებული
გაიდლაინის შესაბამისად.
მისი მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია,
კურსის მიმდინარეობა
გართულების გარეშე
მიმდინარეობდა. თავად
პაციენტი გაწერას ითხოვს
დღეს სტაციონარიდან. ჩვენ
ავუხსენით მოსალოდნელი
გართულებების შესახებ,
თუმცა რჩება თავის
პოზიციაზე და ითხოვს
გაწერას. ჩვენ გავცემთ
შესაბამის
რეკომენდაციებს, რაც
გაგრძელდება პენიტენციური
დაწესებულების ბაზაზე. ამ
ეტაპზე, მისი მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია,
ლაბორატორიული კვლევის
შედეგებიც
დამაკმაყოფილებელია“, –
განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.