ვხედავთ ნიშნებს, რომ არის
მზადება 27 ოქტომბრისთვის,
რომ განმეორდეს 2020 წლის
სცენარი, როდესაც
„ენჯეოების“ და ოპოზიციის
ერთობლივი ქმედებებით იყო
არადემოკრატიული გზით
ხელისუფლების შეცვლის
მცდელობა, - განაცხადა
შალვა პაპუაშვილმა
„ქართული ოცნების“
ცენტრალურ ოფისში
გამართულ
ბრიფინგზე.პარლამენტის
თავმჯდომარე აღნიშნავს,
რომ ამაზე მიუთითებს
არასამთავრობო
ორგანიზაციების პარტიული
გააქტიურება და ის ფაქტი,
რომ ოპოზიციას საარჩევნო
კამპანია ფაქტობრივად არ
ჩაუტარებია.„მზადდება 2020
წლის სცენარის გამეორება
და ამიტომ არის
მნიშვნელოვანი, რომ უკვე
ხვალ ყველა მოვიდეს
არჩევნებზე და ამ ღალატის
სცენარს უარი უთხრას. ჩვენი
მთავარი ძალა სიმრავლეშია.
ყველა უნდა მოვიდეს, მხარი
დაუჭიროს „ქართულ
ოცნებას“ და ამით მხარი
დაუჭიროს იმ მშვიდობიან
განვითარებას, რომელიც
ჩვენ უზრუნველვყავით.
მიუხედავად იმისა, რომ
ოპოზიცია, არასამთავრობო
ორგანიზაციების ნაწილი და
ზოგიერთი უცხოელი
გვექაჩებოდა ქვეყნის
ნგრევისკენ, ერთი
სანტიმეტრი არ დავთმეთ ამ
მხრივ და ამიტომაც
შევინარჩუნეთ როგორც
მშვიდობა, ისე ეკონომიკური
ზრდა, რომლითაც დღეს ვართ
პირველები მთელ ევროპაში
და მსოფლიო სავალუტო
ფონდის პროგნოზით, 2029 წლის
ჩათვლით, საქართველო
იქნება პირველი ქვეყანა
მთელს ევროპაში
ეკონომიკური ზრდის ტემპით.
აი ამას უნდათ, რომ
დაარტყან სინამდვილეში“, -
განაცხადა პაპუაშვილმა.