გიორგი სიორიძე ალეკო ელისაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

Primetime.ge 4 საათი წინ 2
გიორგი სიორიძე ალეკო ელისაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ უპასუხა მმართველი გუნდის გამოხმაურებას ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე, სადაც ის 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობდა.ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა და პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მომხრეა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მას პოლიტიკური ამბიციები არ ჰქონია, რადგან სიაში მხოლოდ მე-20 იყო და წინასწარ იცოდა, რომ პარლამენტში ვერ შევიდოდა. მმართველი გუნდისთვის ეს განცხადება კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბების თემით სპეკულირებს.სწორედ ამ თემას გამოეხმაურა გიორგი სიორიძე და მედიასთან კომენტარი გააკეთა."ვფიქრობ, რომ ეს არ იყო აღიარება. შეიძლება, ჰქონდა მოლოდინი, მერე? "ლელომ" რა ოფიციალური შედეგიც აიღო, გაყალბებული შედეგებით, ეს საერთოდ არ არის იმასთან კავშირში, რა დაწერა "ქართულმა ოცნებამ" თავისი აქტივობის გაზრდით. თუ გესმით არჩევნები, არის ხმების რაოდენობა, რაც ჩვენ მივიღეთ, რაც ვერ წაგვართვეს, მაგრამ როდესაც "ქართული ოცნების" ამომრჩეველი არის გაზრდილი ხელოვნურად, იქ რა თქმა უნდა, არის სულ სხვა აქტივობა და იღებს სულ სხვა პროცენტს," - აცხადებს გიორგი სიორიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია