უნდა გავუფრთხილდეთ
ერთმანეთს, გვაქვს კი
ქართველებს იმის უფლება,
რომ ერთმანეთს დავერიოთ?! –
ამის შესახებ ბოდბელმა
მთავარეპისკოპოსმა, მეუფე
იაკობმა საკვირაო
ქადაგებისას
განაცხადა.მეუფე იაკობმა
პოლიტიკოსებს
მოლაპარაკებისა და
საზოგადოებაში
დაპირისპირების
აღმოფხვრისკენ
მოუწოდა.„უნდა
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
ვხედავთ, რომ რთული
პერიოდია, მსოფლიოში მიდის
დიდი გადანაწილება. ყველა
სახელმწიფო ცდილობს, რომ
თვითონ მყარად
დაიმკვიდროს ადგილი
მსოფლიო თანამეგობრობაში.
ნუთუ საქართველოს უფლება
არ აქვს, რომ ისე წარვდგეთ
ღვთის წინაშე თუ მსოფლიოში
სხვა ერების წინაშე, რომ
ჩვენ-ჩვენი ადგილი
გვქონდეს და როგორებიც
ვართ, ისეთები შევიდეთ
მსოფლიო თანამეგობრობაში?
ვის აქვს უფლება, ეს
დაგვიშალოს? ან ჩვენ რა
უფლება გვაქვს, სხვებს რამე
დავუშალოთ?ამდენი წელია,
ვუმტკიცებთ, რომ ევროპაში
შესვლა გვინდა და,
სამწუხაროდ, ევროპა
ყოველთვის ამას ისე
იყენებს, რომ ისეთი ძალები
უნდა, რომლებიც ხელის
ბიჭები და ხელის გოგოები
იქნებიან.ჩატარდა
არჩევნები, მერე ხომ არ
უნდა დავჭამოთ ერთმანეთი?
ქართველმა უნდა იცოდეს,
არჩევნები რომ მთავრდება,
წაგებული არავინ არ არის.
რისთვის ვიბრძვით იქ?
პარტიები შეიძლება
იმისთვის იბრძოდნენ, ვის
მეტი ექნება, ვის ნაკლები.
ჩვენ ხომ გვინდა 150 ადამიანი
გამოვირჩიოთ, რომლებიც
ქვეყნის ბედზე იზრუნებენ.
ამ შემთხვევაში
გამარჯვებული არ ხარ, ერმა
რომ გამოგირჩია? ჩემთვის რა
მნიშვნელობა აქვს,
სასულიერო პირი ვარ და
ყველა შვილია, ვინც არ უნდა
იყოს. რთული შვილია თუ
ნერვებს რომ არ გიშლის,
შვილი – შვილია. პირიქით,
რთული რომ არის, იმაზე უფრო
სწუხარ ხოლმე. ან
ავადმყოფობა რომ აწუხებს,
ან არასწორ გზაზე თუ მიდის,
მაშინ გაგახსენდება ხოლმე
შენი შვილი რომ არის და
უფრო მეტ ყურადღებას აქცევ,
შეიძლება ლოცვაც მეტი
დაიწყო.გვაქვს კი
ქართველებს იმის უფლება,
რომ ერთმანეთს დავერიოთ?!
ჩვენ რომ შევთანხმდეთ და
ხალხმა რაც გადაწყვიტა, ისე
რომ მოვიქცეთ, ეს ამბები
ხომ არ
იქნებოდა.ქრისტიანები
ვართ. ღმერთი აერთიანებს,
ეშმაკი ყოფს – ეცადეთ,
მრევლი, ვისაც პოლიტიკური
პროცესები გაშორებთ,
გაყოფაზე არ წახვიდეთ“, –
განაცხადა მეუფე იაკობმა.