ქუთაისში, მესამე ქვეითი
ბრიგადის ბაზაზე სამხედრო
მოსამსახურეების
შვილებისთვის საახალწლო
ღონისძიება გაიმართა.
დაღუპული,
დაჭრილ-დაშავებული და
მოქმედი სამხედრო
მოსამსახურეების ბავშვებს
საახალწლო განწყობა
ქართველმა მომღერლებმა,
ანიმატორებმა და ზღაპრის
გმირებმა შეუქმნეს.
პატარებს დამდეგი
შობა-ახალი წელი თავდაცვის
მინისტრის მოადგილემ გელა
გელაძემ და თავდაცვის
ძალების მეთაურმა,
გენერალ-მაიორმა გიორგი
მათიაშვილმა
მიულოცეს.ღონისძიების
ფარგლებში სამხედრო
ბაზაზე საახალწლო სოფელი
მოეწყო, სადაც თოვლის
ბაბუამ სამხედროების
შვილებს საახალწლო
საჩუქრები დაურიგა.
ბავშვებმა სხვადასხვა
გასართობ აქტივობებშიც
მიიღეს მონაწილეობა და
ბაზაზე გამოფენილი
სამხედრო აღჭურვილობაც
დაათვალიერეს.