პარლამენტის
ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის
განცხადებით, ნიკა მელიას
კონკრეტული ამოცანაა, რომ
როგორმე მოხვდეს ისეთ
ვითარებაში, როდესაც
შეუძლია პოლიტიკური
სპეკულაციით გადაფაროს ის
აუცილებლობა, რასაც ჰქვია
კომისიაზე მისვლა.მისი
განმარტებით,
სამართალდამცავის შეტევა,
თუნდაც სიტყვიერად,
შესაბამის რეაგირებას
გამოიწვევს."კონკრეტული
ამოცანაა, რომ როგორმე
მოხვდეს ისეთ ვითარებაში,
როდესაც შეუძლია
პოლიტიკური სპეკულაციით
გადაფაროს ის აუცილებლობა,
რასაც ჰქვია კომისიაზე
მისვლა. არსებობს კანონი და
კანონი უნდა შესრულდეს. თუ
კი უტევ სამართალდამცავს,
მათ შორის, თუნდაც
სიტყვიერად, თუმცა
ფიზიკური შეტევაც ბევრი
გვახსოვს ნიკა მელიასგან,
რა საკვირველია ამას
შესაბამისი რეაგირება
მოჰყვება. არ არსებობს
მსოფლიოში დემოკრატია,
სადაც ასეთ დანაშაულს
შესაბამისი რეაგირება არ
მოჰყვება", - განაცხადა გია
ვოლსკიმ.