„მეზობლები იყვნენ, პარალელურ ქუჩებზე ცხოვრობდნენ...“ - რას ჰყვებიან ბექა ჯაიანისა და კესარიას შესახებ სენაკში

Primetime.ge 2 თვის წინ 164
„მეზობლები იყვნენ, პარალელურ ქუჩებზე ცხოვრობდნენ...“ - რას ჰყვებიან ბექა ჯაიანისა და კესარიას შესახებ სენაკში
37 წლის  კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავა.მას უკვე შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.არსებული ინფორმაციითაც, კონფლიქტის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გახდა.კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სენაკიდანაა.ჯაიანის შესახებ მშობლიურ სენაკში მის ოჯახთან დაახლოებულ პირებს საუბარი არ სურთ.ინფორმირებული წყარო „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ ბექა ჯაიანის და კესარია აბრამიძის სახლი სენაკში პარალელურ ქუჩებზე მდებარეობს.„კესოს დედა სენაკიდანაა, ბებია გენო ადამიას ქუჩაზე ცხოვრობს, ხოლო ბექას ბებია შენგელიას ქუჩაზე. ფაქტობრივად, სამეზობლოა. ბექამ სენაკში დაამთავრა მე-7 საჯარო სკოლა.ახლა ბექას სახლში ცხოვრობს ბებია, მამა შემდუღებელი იყო, პატიოსანი კაცი, ახლა იქ არ ცხოვრობს. კესოს დედა აქაურია, გენო ადამიას ქუჩიდან და გათხოვილი იყო ვანში. რა გაცნობა უნდოდათ კესოს და ბექას, მეზობლები იყვნენ.ბექა რამდენიმე წელია თბილისში გადავიდა, მანამდე აქ სენაკში ებრაელ ბიზნესმენებთან (ხუნდიაშვილებთან) მუშაობდა პირად დაცვაში, მერე მათ ღვინის ქარხანა გააკეთეს და საბოლოოდ მგონი ისრაელში წავიდნენ. ისე ბექა უმეტესწილად კესარიასთან ცხოვრობდა ბინაში.ახლა სად მუშაობდა ბექა ნამდვილად არ ვიცი“, - ამბობს ინფორმირებული წყარო „პრაიმტაიმთან“.ცნობისთვის, 20 სექტემბერს კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.ადვოკატების განცხადებით,ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბერს დაინიშნა.კესარია აბრამიძე თბილისში, საკუთარ ბინაში, 18 სექტემბერს, საღამოს მოკლეს. შსს-ს ცნობით, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის კაცი ბ.ჯ. 19 სექტემბერს დააკავეს.
სრულად წაიკითხეთ სტატია