
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კარლო კაციტაძის დედა – თამარ კაციტაძე, რომელიც ფეისბუკში “თამარ ქართველის” სახელითაა წარმოდგენილი, საქართველოში პროევროპული აქციების მონაწილეებს “მწვანე იუდას მადიდებლებად”, “გამყიდველებად” და “ზელენსკივით მოღალატე ვაი ქართველებად” მოიხსენიებს და მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს;
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ პროევროპული აქციების მონაწილე და გამშუქებელი ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტებზე არც ერთი დამნაშავე არ დაუსჯია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის მთავარი მისიაა სამართალდამცავთა ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობისგან მოქალაქეთა დაცვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში სტუდია მონიტორს უთხრეს, რომ “სტატუსებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ”.