მეგობარი მყავს, მონტენეგროს მოქალაქე, ვკითხე, კოსოვარი ალბანელი რომ კვდებოდეს, ჩავა თუ არა ბელგრადში სამკურნალოდ. არაო, თავს მოიკლავს, მაგრამ არ ჩავაო, თქვენ წინგადადგმული ნაბიჯი გაქვთო შერიგებისკენ - დავით ქართველიშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 86
მეგობარი მყავს, მონტენეგროს მოქალაქე, ვკითხე, კოსოვარი ალბანელი რომ კვდებოდეს, ჩავა თუ არა ბელგრადში სამკურნალოდ. არაო, თავს მოიკლავს, მაგრამ არ ჩავაო, თქვენ წინგადადგმული ნაბიჯი გაქვთო შერიგებისკენ - დავით ქართველიშვილი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართველების, ოსებისა და აფხაზების ურთიერთპატიების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება.ერთმანეთის დაბრუნების გარეშე ტერიტორიების დაბრუნება არაფერს მოგვცემს, - წერს ანალიტიკოსი და აფხაზი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრის ისტორიას იხსენებს.დავით ქართველიშვილი რუსლან ქიშმარიას საქართველოში მკურნალობაზე წერს. ანალიტიკოსის თქმით, საქართველოსთან ომის გმირი და აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის ძმა აფხაზეთიდან სამკურნალოდ მძიმე მდგომარეობაში გადმოიყვანეს, რადგან მხოლოდ თბილისის კლინიკამ მიიღო მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი.ექსპერტის თქმით, ქართველებთან ომის გმირის ერთ-ერთი ექთანი აფხაზეთში დაღუპული ქართველის მეუღლე იყო.დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ კომატოზური მდგომარეობიდან გამოსულმა პაციენტმა, წარმოშობით აფხაზ, მართლმადიდებელ მღვდელთან შეხვედრა ითხოვა და მას აღსარება ჩააბარა.„რადგან აფხაზების, ოსების და ქართველების მიერ დაშვებული შეცდომების ურთიერთაღიარების და ურთიერთპატიების თემაზე არ ჩერდება ჩვენი "პატრიოტული ძალების" შეშფოთებული აღშფოთება, ეგ ისტორია ერთხელაც მინდა გავიხსენო. 2015 წლის მაისში, პოსტ-ფაშისტურმა საქართველომ მსოფლიოს სახარებისეული სიყვარულის პრაქტიკული გამოვლინება შეახსენა - სეპარატისტული აფხაზეთიდან შემოვიდა სიგნალი: უმძიმეს და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, აფხაზეთის "ლეონის ორდენოსანი", ქართველებთან ომის გმირი, მოქმედი დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის (მერაბ ქიშმარიას) ძმა, რუსლან ქიშმარია, ქართველი მედიკოსებისაგან დახმარებას ითხოვდა.მის (როგორც "უიმედო" პაციენტის) მიღებაზე უკვე უარი თქვეს სოხუმისა და სოჭის კლინიკებმა. ერთადერთი - თბილისი იყო, რომელმაც ბრძანა: "ჩამოიყვანეთ!". სასწრაფოდ იქნა გამოყოფილი ე.წ. "კატასტროფის" ეკიპაჟი, სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი სიკვდილის პირას მყოფი პაციენტი - თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში (კახა ოქრიაშვილის "ნიუ ჰოსპიტალში"), სადაც დაიწყო რუსლან ქიშმარიას საიქიოდან გამოყვანის ურთულესი სარეანიმაციო პერიოდი. ქართველი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის თავდაუზოგავი შრომის წყალობით, პაციენტი გამოყვანილი იქნა კომატოზური მდგომარეობიდან. იმ დღეებში მისი ერთ-ერთი მომვლელი ქართველი ექთანი - აფხაზეთის ომში დაკარგულის მეუღლე იყო.გონზე მოსულ ქიშმარიას, ქართველების გმირობაზე მასთან ერთად მყოფმა მეუღლემ უამბო. სულ ცოტა ხანში, რუსლან ქიშმარიამ პალატაში მართლმადიდებელი მღვდელმსახურის მოყვანა სთხოვა ექიმებს - ერთადერთი თხოვნით, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, აფხაზეთიდან ყოფილიყო წარმოშობით. დღის ბოლოს პაციენტთან, წარმოშობით სოხუმელი, ჩემი მეგობარი მეუფე მივიდა...მეუფეს, მისივე თხოვნით, მე იმავე დღეს, გვიან საღამოს შევხვდი. მეუფე აღელვებული ჩანდა - ერთადერთი, რაც მითხრა: "ეს იყო მის სასულიერო პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა, ყოვლისმომცველი და გულწრფელი აღსარება, სინანული და ბოდიში". "აფხაზეთის გმირი" რუსლან ქიშმარია თბილისში, ქართველი მღვდელმთავრის ხელით ეზიარა.თბილისში, ფაქტობრივად გარდაცვლილ მდგომარეობაში შემოყვანილმა ქიშმარიამ, აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ კიდევ ორი წელიწადი იცოცხლა. ის ორი წელიწადი, რომელიც მას ქართველებმა აჩუქეს. სიმბოლურად, ჩვენი ორწლიანი ომის საფასურად. სოციალურ ქსელში მქონდა მის ახლობელთან კონტაქტი- სიცოცხლის ბოლომდე მისგან ქართველებზე აუგს ვერ გაიგებდითო. ასეთია შეცდომების აღიარების და ბოდიშის ძალა. ერთმანეთის დაბრუნების გარეშე - ტერიტორიების დაბრუნება არაფერს მოგვცემს.მონტენეგროს მოქალაქე-მეგობარი მყავს, ადვოკატია და სერბეთს და ხორვატიასაც ემსახურება. წელიწადში 3-4-ჯერ ჩამოდის ჩემთან. ერთხელ დავუსვი კითხვა - კოსოვარი ალბანელი რომ კვდებოდეს, ჩავა თუ არა ბელგრადში სამკურნალოდ. არაო - თავს მოიკლავს, მაგრამ არ ჩავაო, მიპასუხა. როდესაც ჩვენს ფენომენზე მოვუყევი - ასობით თუ არა ათასობით გადარჩენილ აფხაზ პაციენტზე თბილისის, ზუგდიდის, ქუთაისის კლინიკებში - თქვენ უსერიოზულესი წინგადადგმული ნაბიჯი გაქვთ შერიგებისკენო. მარტო ჩემს ქირურგ-მეუღლეს ასეთი 12 პაციენტი ჰყავს. დღემდე უკავშირდებიან მადლიერებით..."- წერს დავით ქართველიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია