“მე რომ შარვალი ჩამოვახიე და მიშამ რომ დასცინა რესტორან “თეთრ სახლში” – მეგი გოცირიძე

News.ge 12 საათი წინ 1
“მე რომ შარვალი ჩამოვახიე და მიშამ რომ დასცინა რესტორან “თეთრ სახლში” – მეგი გოცირიძე

ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:

გნებავთ აუქციონზე გამოიტანეთ და იქ შევიძენ, ოღონდ ვისაც გაქვთ ფოტო, გვერდით რომ მეჯდა რაჟდენა, მიშას სადღეგრძელოზე, სკამზე რომ ახტა, მე რომ შარვალი ჩამოვახიე ჩამოთრევისას რესტორან ” თეთრ სახლში”, მიშამ რომ დასცინა და რაჟიკო, მე სადაც არ ვარ, ძალიან გთხოვ, იქაც არ ქნა ეგო და ვიღაც რომ იღებდით არ მახსოვხართ, თორემ აუცილებლად მოგადგებოდით… ეგ ფოტო დაიდოოოს!!!

მედიის ცნობით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი, 2012 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის  ს პოპულარიზაციით იყო დაკავებული. სოციალურ ქსელში იძებნება, რაჟდენ კუპრაშვილის სახელით გამოქვეყნებული არაერთი პოსტი, სადაც კუპრაშვილი მიხეილ სააკაშვილის საჯარო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას პირად გვერდზე აზიარებს.

2012 წლის 18  ივნისს რაჟდენ კუპრაშვილის სოციალურ ქსელში აზიარებდა, მიხეილ სააკაშვილის აქტივობას, რომ მან ყვარელში, მის საკარმიდამონ ნაკვეთში, მეზობელთან ერთად ვენახი შეწამლა.

ანალოგიური პოსტებს აზიარებდა, რაჟდენ კუპრაშვილი 2012 წლის 27 მაისსა და 20 ივნისს.

ჟურნალისტი, “პუბლიკას” დამფუძნებელი, ზურაბ ვარდიაშვილი:
თარიღებს დააკვირდით აქ:
2012 წლის 22 სექტემბერს ტიპი ჯერ კიდევ გაქანებული მიშისტია. მაგრამ 12 ოქტომბერს უკვე ბატონი ბიძინასთვის მოქალაქეობის აღდგენას ემხრობა.
ნეტა რა მოხდა ამ თარიღებს შორის? 
სრულად წაიკითხეთ სტატია