მე მქონდა ბევრ ბიზნესმენთან უშუალო შეხვედრა და მზად ვარ ზუსტად იგივე შეთავაზებისთვის - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 5 დღის წინ 8
მე მქონდა ბევრ ბიზნესმენთან უშუალო შეხვედრა და მზად ვარ ზუსტად იგივე შეთავაზებისთვის - ირაკლი კობახიძე
ამ პერიოდის განმავლობაში მე მქონდა  შეხვედრა ბევრ ბიზნესმენთან, ალბათ 20-ზე მეტთან მქონდა უშუალო შეხვედრა და მზად ვარ ზუსტად იგივე შეთავაზებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.პრემიერის თქმით, ხელისუფლება მზად არის ღია დიალოგისთვის.„მე მქონდა ამ პერიოდის განმავლობაში შეხვედრა ბევრ ბიზნესმენთან, ალბათ 20-ზე მეტთან მქონდა უშუალო შეხვედრა და მზად ვარ ზუსტად იგივე შეთავაზებისთვის. ნებისმიერ ჯგუფს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს საჯარო თუ არასაჯარო ფორმატში, გავმართოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ბიზნესმენებთან, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია.  გახსოვს, 2012 წლამდე რა ხდებოდა - საზოგადოება ითხოვდა დიალოგს და ჩაკეტილი იყო მთლიანად ხელისუფლება. ახლა პირიქითაა - ხელისუფლება ითხოვს დიალოგს და ჩაკეტილია ოპოზიციური ელექტორატი. 2012 წლამდე ეს რომ ვინმეს წარმოედგინა, ითხოვდნენ, ეხვეწებოდნენ და არავინ შედიოდა მათთან დისკუსიაში. აქ ჩვენ ვითხოვთ დისკუსიას და გაურბიან“, - განაცხადა პრემიერმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია