“მე ვარ უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და მო­ვი­პო­ვებ გა­მარ­ჯვე­ბებს, ან დავ­მარ­ცხდე­ბი არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ, უკ­რა­ი­ნა­ში“ - მიხეილ სააკაშვილი 2016 წელს

Primetime.ge 1 საათი წინ 2
“მე ვარ უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და მო­ვი­პო­ვებ გა­მარ­ჯვე­ბებს, ან დავ­მარ­ცხდე­ბი არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ, უკ­რა­ი­ნა­ში“ - მიხეილ სააკაშვილი 2016 წელს
ოდე­სის გა­დამ­დგა­რი გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს პეტ­რო პო­რო­შენ­კოს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პა­სუ­ხობს."პრე­ზი­დენტ პო­რო­შენ­კოს­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნებ­ში და არ შე­მეძ­ლო ამის გა­კე­თე­ბა სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­შიც კი, რად­გან უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ვარ. ვინ, თუ არა მან ზუს­ტად იცის, რომ დე­კა­ნო­ი­ძეს­თან და სხვა "მოწ­ვე­ულ" ქარ­თვე­ლებ­თან ჩემი შე­და­რე­ბა არც თუ კო­რექ­ტუ­ლია. ჩემ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე აპე­ლი­რე­ბა ძა­ლი­ან ჰგავს ავა­კო­ვის და მსგავ­სი მოღ­ვა­წე­ე­ბის მე­თო­დებს, მე კი სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბო­და, პრე­ზი­დენ­ტი ამ რი­ტო­რი­კა­ზე მაღ­ლა დად­გეს.უკ­რა­ი­ნა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, იმა­ვე დროს ჩა­მო­ვე­დი, რა დრო­საც ჩემი თა­ნა­ინ­სტი­ტუ­ტე­ლი პეტ­რო პო­რო­შენ­კო. ის მოლ­დო­ვა­დან, მე - სა­ქარ­თვე­ლო­დან და რა თქმა უნდა, მისი მად­ლი­ე­რი ვარ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­ნი­ჭე­ბის­თის. ასე რომ, ყვე­ლას მო­უ­წევს მიჩ­ვე­ვა, რომ მე ვარ უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და მო­ვი­პო­ვებ გა­მარ­ჯვე­ბებს, ან დავ­მარ­ცხდე­ბი არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ უკ­რა­ი­ნა­ში. პრე­ზი­დენ­ტმა კარ­გად იცის, რომ გა­დად­გო­მა ჯერ კი­დევ 6 თვის წინ მინ­დო­და, მაგ­რამ რე­ფორ­მე­ბის და­პი­რე­ბით და­მი­ყო­ლია დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. უბ­რა­ლოდ, ამ­ჯე­რად მე აღარ მჯე­რო­და და­პი­რე­ბე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნე­ბი აქ არა­ფერ შუ­ა­შია", - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.პოსტსკრიპ­ტუმ­ში ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­უ­თი­თებს, რომ სა­სა­ცი­ლოა იმის ყუ­რე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნიტ­რა­ცია და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი ერ­თმა­ნეთს რო­გორ აკის­რე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ჩემს გა­დად­გო­მა­ზე.უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი სლო­ვე­ნი­ა­ში ვი­ზი­ტი­სას გა­ა­კე­თა. ის იმე­დოვ­ნებს, რომ უკ­რა­ი­ნის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას მხარს და­უ­ჭერს. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ რე­ფორ­მე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში მიწ­ვე­უ­ლი ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლი მოღ­ვა­წე დღემ­დე წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა­ში. მათ შო­რის მან და­ა­სა­ხე­ლა უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე და უკ­რა­ი­ნის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს დი­რექ­ტო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გიზო უგუ­ლა­ვა."ზო­გი­ერ­თმა ადა­მი­ან­მა გა­და­წყვი­ტა საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როს შეც­ვლა და უკ­რა­ი­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის და­წყე­ბა, ქარ­თულ არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ", - დას­ძი­ნა პო­რო­შენ­კომ.
სრულად წაიკითხეთ სტატია