
ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის გამოწვევის მიზეზებზე ფორმულას ეთერში ისაუბრა.
“ვცდილობ გავარკვიო, რატომ გამოიწვიეს ჩემი კანდიდატურა, მაგრამ ვერ გამირკვევია. ჩემი გამოწვევის ამბავი მზადდებოდა თვენახევრის წინ. მე ეს გუშინწინ გავიგე, შემთხვევით. ვიყავი დიდ მიღებაზე, სადაც არათა გაერთიანებული საამიროების დელეგაციამ გააჟღერა, რომ საქართველოს მთავრობა გაიტანდა ჩემს კანდიდატურას”, – თქვა მან.
იგი აცხადებს, რომ აქვს რამდენიმე ვერსია, თუ რატომ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება ივანიშვილის რეჟიმმა.
მისი თქმით, ტყუილია, რომ, თითქოს, ქართულმა ოცნებამ მას ეს ნაბიჯი წინასწარ, “ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე” შეუთანხმა.
პოლოლიკაშვილი ასევე აცხადებს, რომ სიცრუეა ქართული ოცნების ნარატივი მისი მესამე ვადით არადემოკრატიულობის შესახებ. კერძოდ, იგი ვამს კითხვას, თუ რატომ მისცა მას პრემიერმინისტრმა კობახიძემ წარდგენის წერილი იანვარში, თუ მისთვის მიუღებელი იყო პოლოლიკაშვილის თანამდებობაზე მესამე ვადით არჩევა.
“ამას მოყვა მეორე ტყუილი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თურმე მესამე ვადით არჩევა არადემოკრატიული იყო. გენერალურმა ანსაბლეამ, 80-მა ქვეყანამ 25-ის წინააღმდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემი მონაწილეობა და მესამე ვადით არცევა დემოკრატიული იყო. თუ ეს არადემოკრატიული იყო, რატომ მომცა იანვარში პრემიერმინისტრმა წარდგენის წერილი? თურმე ელჩებს იბარებდნენ დედაქალაქებში და ეუბნებოდნენ, რომ ეს არადემოკრატიული და არასწორი იყო. ელჩების დაბარება უკვე მესამე ვერსიაა”, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
კიდევ ერთი ვერსიად, თუ რატომაც მოხსნა ქართულმა ოცნებამ მისი კანდიდატურა, ზურაბ პოლოლიკაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის, თეა მაისურაძის ფაქტოს ასახელებს. კერძოდ, პოლოლიკაშვილის თქმით, მან ეკა მაისურაძე, კამპანიაში დახმარების მიზნით, რამდენიმე თვის განმავლობაში თანამშრომლად აიყვანა. ამან, მისი განცხადებით, ოცნებაში “ისტერიკა” გამოიწვია, რის გამოც მაისურაძემ თანამდებობა თავისი ინიციატივით დატოვა.
“წარდგენის წერილის შემდეგ. თეა მაისურაძე, საქართელოს ჩეხეთში ელჩი, ხელშეკრულებით ავიყვანე რამდენიმე თვით, რათა კამპანიაში დამხამრებოდა. მდინარაძე რომ სამ თხოვნაზე საუბრობს, ერთ-ერთი მათგანი თეას თანამდებობიდან მოხსნა იყო. მე ავუხსენი, რომ ეს მარტივი პროცესი არ იქნებოდა. ამაზე კი დიდი ისტერიკა ატყდა და ამის გამო, თეამ თავისი ინიციატივით შეწყვიტა მუშაობა. ისინი თეას ფაქტზე ნაწყენები იყვნენ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ხმების მოგროვებაში საერთოდ არ მეხმარებოდნენ”, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა ფორმულას ეთერში.
ზურაბ პოლოლიკაშვილმა ფორმულას გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ამბობს, რომ გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ იყო.
“ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ… 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება, თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს… 3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას – მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, – ნათქვამია წერილში.
მანამდე, ქართული ოცნების მთავრობამ დაადასტურა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა, რომელიც თავად წარადგინა, უკან გაიწვია.
ამასთან, განცხადებაში დადასტურებულია ისიც, რომ საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
13 მაისს The Diplomat-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭიროს და მის ნაცვლად, მხარდაჭერა გამოუცხადოს გაერთიანებული საამიროების კანდიდატს – შეიხა ალ ნოვაისს.
The Diplomat აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯმა საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, რადგან, აღქმული იქნა, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული შეთანხმების ნიშანი.
ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას მაშინაც იკავებდა, როდესაც ასამბლეამ რუსეთისთვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 2022 წელს, მისი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.