2008 წელს გაერთიანებული
შტაბების ხელმძღვანელმა
ზაზა გოგავამ პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, სადაც
2004 - 2008 წლებში საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შექმნილი ვითარება და 2008
წლის აგვისტოს ომი
განიხილება, უპასუხა
კომისიის წევრის თენგიზ
შარმანაშვილის კითხვას,
კერძოდ ეთანხმება თუ არა
ევროსაბჭოს 1633
რეზოლუციაში აღწერილ
სამხედროების როლს.როგორც
გოგავამ აღნიშნა, ის არ
ეთანხმება რეზოლუციის
მუხლს სამხედროებთან
მიმართებაში.„არ
ვეთანხმები მაგ აზრს, თქვენ
მხარეს ვარ მაგაზე, რომ მაგ
მუხლს მე არ ვეთანხმები
სამხედროებთან
მიმართებაში. დანარჩენი
შეგიძლიათ იმ ადამიანებს
კითხვა დაუსვათ და რის გამო
გააკეთეს კითხოთ მათ. რა
მიიღეს აქედან შედეგი აი ეს
კითხოთ“, - განაცხადა ზაზა
გოგავამ.