მაჭარაშვილი გვარამიაზე: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივი თაღლითია. ოქუაშვილმა აღიარა, რომ 100 ათას ლარამდე ხელფასი აქვს და რაში, ერთი წუთით კარავში რომ შევიდეს და მერე სახლში თბილად დაიძინოს?!

Primetime.ge 2 დღის წინ 13
მაჭარაშვილი გვარამიაზე: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივი თაღლითია. ოქუაშვილმა აღიარა, რომ 100 ათას ლარამდე ხელფასი აქვს და რაში, ერთი წუთით კარავში რომ შევიდეს და მერე სახლში თბილად დაიძინოს?!
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის განცხადება მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია თაღლითია.„როდესაც გვარამია „რუსთავი2“-ში მუშაობდა და სასამართლომ ის გაამტყუნა თანხის მითვისებაში, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ატყდა ჟრიამული, რომ როგორ შეიძლებოდა მედია მენეჯერის დაკავება, ეს იყო ტყუილი და ა.შ. ახლა, კიდევ ერთხელ, ხომ დადასტურდა, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივი თაღლითია. ოქუაშვილმა აღიარა, რომ 100 ათას ლარამდე ხელფასი აქვს რაში, იმაში რომ ერთი წუთით შევიდეს კარავში და მერე სახლში თბილად დაიძინოს, მერე წავიდეს ბრიუსელში და ა.შ. ამაში იღებს 100 ათას ლარს.მინდა ვკითხო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქციებზე იყინებოდნენ და ვკითხო იმ თანამშრომლებს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებაში ხელს უწყობენ დეზინფორმაციის მანქანას, როგორიც არის „მთავარი არხი“, რატომ იღვწიან?! იმისთვის, რომ გვარამიამ 100 ათასები ჩაიდოს ჯიბეში და თვითონ დეზინფორმაცია გაავრცელებინოს ამ ახალგაზრდებს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.„მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, რომ გვარამიამ და გაბუნიამ, საკუთარი დანაშაულების გადასაფარად ქვეყნისთვის მწვავე პერიოდი აირჩიეს, შეეცადნენ, საკითხი ისე წარმოეჩინათ, თითქოს გიორგი ქურდაძემ შეუქმნა დაბრკოლებები
სრულად წაიკითხეთ სტატია