მასკის დეპარტამენტმა სოციალური დაცვის მონაცემთა ბაზაში 3,2 მილიონი გარდაცვლილი აღმოაჩინა

News.ge 1 თვე წინ 32
მასკის დეპარტამენტმა სოციალური დაცვის მონაცემთა ბაზაში 3,2 მილიონი გარდაცვლილი აღმოაჩინა

აშშ-ს სოციალური დაცვის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა განაახლოს მონაცემები თავის რეესტრში, მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ ის შეიცავს 120-დან 369 წლამდე მილიონობით ამერიკელის მონაცემებს. ამის შესახებ -ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი (DOGE) იტყობინება, რომელსაც ბიზნესმენი ილონ მასკი ხელმძღვანელობს.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სოციალური დაცვის ადმინისტრაციამ დაიწყო მისი ჩანაწერების გაწმენდა. დაახლოებით 3,2 მილიონი [სოციალური უსაფრთხოების] 120 წელზე უფროსი ნომრის მფლობელი ახლა მონიშნულია როგორც „გარდაცვლილი“. „კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი“, – ნათქვამია DOGE-ს სოციალურ მედიის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ცნობისთვის, თებერვლის ბოლოს ილონ მასკმა გააკრიტიკა აშშ-ს სოციალური დაცვის სისტემა და უწოდა მას “შესაძლოა ისტორიაში ყველაზე დიდი თაღლითობა”. მან მოიყვანა მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ შეღავათების მიმღებთა რაოდენობა აჭარბებს ქვეყნის მოსახლეობას და მათ შორის არიან 369 წლამდე პირები.

სრულად წაიკითხეთ სტატია