ევროპის სახალხო
პარტიიდან, რომლის წევრიც
არის ნაციონალური
მოძრაობა, ვხედავთ ისევ
ორმაგ სტანდარტებს, -
განაცხადა საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ მარიამ
ლაშხმა.„ის რაც დაგმობილი
და შემაშფოთებელი იყო -
საქართველოს ხელისუფლების
მიერ გადადგმული ნაბიჯები
გამჭვირვალობის
მიმართულებით, ახლა უკვე
თავად ითხოვენ ამას და არა
მხოლოდ ითხოვენ, არამედ
გამოძიებასაც მოითხოვენ.
EPP-ის პარლამენტის წევრი
ასევე ამბობს, რომ დიდი
ხანია უკვე სამთავრობო
ორგანიზაციებმა და
სამოქალაქო სექტორმა
დაკარგა თავისი ძირეული
მნიშვნელობა და ისინი
იქცნენ ერთგვარ პოლიტიკურ
ლობისტებად. ეს მათ
საბიუჯეტო საფინანსო
გამოძიების საფუძველზე
დაადგინეს“, - განაცხადა
ლაშხმა.ევროპის სახალხო
პარტია, რომელიც
საქართველოს
გამჭვირვალობის კანონის
გამო აკრიტიკებდა,
არასამთავრობო
ორგანიზაციების
დაფინანსებისა და
საქმიანობის
გამჭვირვალობას ევროპაში
თავად ითხოვს.